მე-100 ხმამ შუაღამე ბარში გაატარა და ქუთაისში წასვლის ნაცვლად, თბილისის აეროპორტში წავიდა – უსუფაშვილი

იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც თითქოს 100 ხმა გროვდებოდა იმისთვის, რომ ქუთაისი-თბილისის თაობაზე კენჭისყრა შემდგარიყო, გათენდა დღე, როდესაც ქუთაისში ვითვლით, სადაა ეს მეასე კაცი და არის ევროპის ერთ-ერთ აეროპორტში, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, წინა საღამოს იმ მე-100 ხმამ შუაღამე, დილამდე ერთ-ერთი სასტუმროს ბარში გაატარა და ქუთაისში წასვლის ნაცვლად, თბილისის აეროპორტში წავიდა და უცხოეთში გაფრინდა.

“იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც თითქოს 100 ხმა გროვდებოდა იმისთვის, რომ ქუთაისი-თბილისის თაობაზე კენჭისყრა შემდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უკვე წარსულია, ბევრი რამ ითქვა, ბევრი თემები გახსნილია და ა.შ., მაინც არის საკითხები, რომელსაც მე უნდა გავუფრთხილდე. იმ ადამიანის გვარს ვერ დავასახელებ, რომელიც იყო მე-100 ხმა და რომელიც კენჭისყრის დღეს ქუთაისში იყო საჭირო. წინა საღამოს იმ მე-100 ხმამ შუაღამე, დილამდე ერთ-ერთი სასტუმროს ბარში გაატარა. იქ რამდენი ბოთლი დაიცალა, ეს საინტერესო არ არის. ქუთაისში წამოსვლის ნაცვლად, თბილისის აეროპორტში წავიდა და უცხოეთში გაფრინდა. გათენდა დღე, როდესაც ქუთაისში ვითვლით, სადაა ეს მეასე კაცი და არის ევროპის ერთ-ერთ აეროპორტში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

Comments
Loading...