მე არ მესმის, რატომ უნდა უყუროს ჩემმა შვილმა “ჰეროკრატიას – ნინა ბარამიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა ბარამიძე კომენტარს აკეთებს გიორგი ხაინდრავას ფილმ “ჰეროკრატიასთან” დაკავშირებით.

მე არ მესმის, რატომ უნდა უყუროს ჩემმა შვილმა “ჰეროკრატიას:! ( მიუხედავად იმისა რომ არ მყავს).. მე არ მინდა რომელიმე ჩემმა თანატოლმა ნახოს ერის სირცხვილი რაც 9 წლიანმა რეჟიმმა მოგვაყენა! მე არ მესმმის იმ კაცთა კატეგორიის რომელიც სავარძელში მოკალათებული უყურებს ჩვენი თანამოქალაქეების ტერორს,ფილმად ასახულს! რატომ დავიდა ჩვენი შეგნება 0-ზე? ხალხნო წარმოიდგინეთ რას გრძნობს დაზარალებული პატიმარი? პატიმრის ცოლი,პატიმრის შვილი,დედა,მამა, მეგობარი,,,,? მამაჩემი საერთოდ მომიკლეს იმ არაადამიანებმა და ციხეში განვითარებულმა სადიზმმა,,, ჰეროკრატია არის ფილმი ნაციონალების წინააღმდეგ გადაღებული,რომლელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს! ყველა წერს სოციალურ ქსელში: “უყურეთ ფილმს და არ დაუჭიროთ ნაციონალებს მხარი!” ვეკითხები საქართველოს მთავრობას 4 წლის განმავლობაში არ შეგეძლოთ დაგემთავრებინათ “ნაციონალური მოძრაობა?” მე მაპატიეთ რადგან ალბათ ამ კითხვით შეურაცხყოფა მოგაყენეთ, რადგან სწორედ თქვენ ხართ ნომერ პირველი კოჰაბიტატორები! მე მრცხვენია და მინდა ვუთხრა პატიმრებს რომ თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ვაჟკაცები,! როცა თქვენ ციხეში სრულ ტერორს განიცდით “ეხლა ვაჟკაცებად თავმოტანილი ადამიანები” მაშინ ალბათ ერთობოდნენ,,,, თითოეული პატიმარი რომელიც 2003 წლიდან 2012მდე იყო წნეხის ქვეშ თქვენ სასირცხვილო არაფერი არ გაქვთ,,, პირიქით ქვეყნის საამაყო შვილები ხართ! ღმერთს უყვარხართ და მინდა რომ წარსულს გადაუსვათ ხაზი,,,, რადგან ამ მთავრობამ ვერ მოახერხა თქვენი მწამებლების დასჯა უფალთან ყველა აგებს პასუხს! გამწარდებიან საშვილიშვილოდ!!!! ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ! – წერს ბარამიძე

Comments
Loading...