“მე არ მინახავს ორმო, სად არის ორმო? მითხარი სად არის ორმო და წავალ და ვნახავ” (ვიდეო)

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია, თბილისის მერის მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს რომ დავით ნარმანიამ, მერობის პერიოდში არაერთი პროექტი განახორიციელა. მსახიობს არ აქვს სურვილი ოპონენტების კრიტიკაზე შეფასებები აკეთოს და აცხადებს, რომ მას ქალაქში არცერთი ორმო არ უნახავს.

,,არსად არ მხვდება, მე არ მინახავს ორმო, სად არის ორმო? მითხარი სად არის ორმო და წავალ და ვნახავ. ჩვენ ერთმანეთის ჭამა გვიყვარს და ეს ქართველების დიდი ტრაგედიაა. ერთმანეთს კი არ უნდა ჭამდნენ სხვა შეჭამონ”,-აცხადებს გაბუნია,. ამასთან აცხადებს, რომ ელბაქიძის ქუჩაზე ქვაფენილი არ მოსწონდა და მერიას ინიციატივას უწონებს, რომ ქვაფენილი ასფალტით ჩაანაცვლა. “ყველა მძღოლი იძახის კარაქივით არის გზა ისე დავდივართო”,-ამბობს გაბუნია და ამასთან აცხადებს, რომ მოსწონს შუშის ხიდი, თუმცა უკმაყოფილიოა, რომ იუსტიციის სამინისტროს შენობა არასათანადოდ არის აშენებული ” ბლინჩიკებვით რომ არის შენობა და ქარი რომ არის და მიაქ და მოაქვს ეს ბლინჩიკები. იუსტიციის სამინისტრო სულ გდია აქეთ იქეთ ცოდო არ არის კაცო ის ბლინჩიკები არ ვიცი ეს რა სირცხვილია”,-აცხადებს გაბუნია

ამასთან იბერიას გადაცემა პრიორიტეტში სტუმრობისას გადაცემის წამყვანმა მსახიობს, უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის განცხადების შეფასებაც სთხოვა, რაზეც მსახიობმა აღნიშნა, რომ მსგავსი ლაპარაკი არ შეიძლება ” ეგეთ სისულებეს ქალბაქტონი გუგული არ იტყოდა.არ ვიცი ვერ დათვალა ეტყობა რაღაცა.. როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, მაქსიმალურად უნდა დაეხმარო ადამიანებს”,-აცხადებს გაბუნია

https://www.youtube.com/watch?time_continue=50&v=hrwEVCPql80

Leave A Reply

Your email address will not be published.