მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულ შედეგებს არ აღიარებს.

”მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაღწიოს პატიოსანი არჩევნების ჩატარებას.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. მე ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში, მაგრამ არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა.

”ხშირად ამბობენ, რატომ არ ამოიღეს უცხოელებმა ხმა?! ჩვენს მაგივრად ხმას არავინ არ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, რომ მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ რაც ხალხის მობილიზაცია მოხდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. 2003 წელს ჩვენ ბევრად უფრო მომზადებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზემოხვეულ რეალობას უნდა შევეგუოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

საქართველოს 50 მაჟორიტარულ ოლქში გუშინ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობეn

Comments
Loading...