“მე ხშირად განმიკითხავენ, თუ რატომ ვსარგებლობ სოციალური ქსელით”

ჩემ საყვარელ საქრთველოს,გურიას, ყველას, გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს.
მე ხშირად განმიკითხავენ, თუ რატომ ვსარგებლობ სოციალური ქსელით.რატომ ვდებ იფორმაციას ან სურათებს,და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ არც მე მიხარია ის რომ, საჭირო გახდა სოციალური ქსელის გამოყენება,რომ ჩემ საქართველოს,სულიერ შვილებს ხმა მივაწვდინო, ვუთხრა ვუქადაგო, ვასწავლო, რომ ღმერთია ქვეყანაზე.მათ ხშირად ავიწყდებათ ეს და მეც იძულებული გავხდი ფეისბუკის თუ სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით შევიდე მათ ოჯახებში ,მათ სულიერ სამყაროში და ვუთხრა: გიხაროდენ ღმერთია ქვეყანაზე.რომ იგი არასოდეს მიგატოვებს,მაგრამ თუ ჩვენ მარტო ამ იმედით ვიქნებით ეს არ გვიშველის, არაა საკმარისი.
[უფალი ბრძანებს მოვედით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგვისვენო თქვენ.]და კიდევ [ყოველმან რომელმან არა ჭამოს ხორცი ჩემი და არ სვუას სისხლი ჩემი მას ჩემთან ადგილი არა ჰქონდესო].
მართალია ეს ყველას არ ესმის, მაგრამ თუ ადამიანს უნდა ღმერთი .უნდა ამ სამყაროში იცხოვროს და იყოს ბედნიერი ,უნდა მივიდეს ეკლესიაში.შეინანოს ცოდვა მისი, რამეთუ უცოდველი არავინ არაა. ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს,რომლის გარეშე მარადიული სიცოცხლე შეუძლებელია და აკეთოს სიკეთე იცხოვროს სხვისთვის,როგორც ღმერთი ცხოვრობს ჩვენთვის.
აი ეს არის ნამდვილი ბედნიერება…..
ეს არის ნიჭი და აი ამ 2016 წელს ყოველ ქართველს და ყოველ ადამიანს მოგცეთ ღმერთმა ნიჭი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, სიყვარულისა, ურთიერთ გატანისა და თანადგომისა.იყავი ბედნიერი ამინ.
იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.