“მე მგონია, რომ ჩვენ მზად არ ვართ ასობით ათასი ვუხადოთ მწვრთნელებს”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძის ბრალდებებს უარყოფს და ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.

მინისტრმა დაადასტურა შეხვედრა კახა ცხადაძესთან, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ იყო ფორმალური შეხვედრა. ხეჩიკაშვილი ადასტურებს, რომ ის მომხრეა, თითოეულ ფედერაციას, თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ხელფასი მიღწეული შედეგების მიხედვით განესაზღვროს.

„არ არის კახაზე საუბარი. სამინისტროს პოზიცია მე გავაჟღერე თავის დროზე, როდესაც სიჭინავა იყო პრეზიდენტი. მაშინ რა გამოდის, მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს, ჩემთვის არის მთავარი, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ასობით ათასი ვუხადოთ არა მარტო მწვრთნელებს, მე მგონია, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. თუ ფედერაციას აქვს ამის რესურსი, მოიძიოს და გადაუხადოს,“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში არ იმყოფებიან და მათი პოზიცია უცნობია.

Comments
Loading...