“მე უბრალოდ მომკლავენ” – ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე

ივანიშვილის ყოფილი მეუღლე მისი ყოფილი ქმრის გარდა თაღლითობაში ბრალს საქართველოს ექსპრემიერის მოქმედ ცოლს, ეკა ხვედელიძესაც სდებს.
მისი თქმით ივანიშვილმა და ხვედელიძემ საფრანგეთის ხელისულფება მოატყუეს და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ყალბი დოკუმენტაცია გააფორმეს.

„ჩვენი განქორწინების შემდეგ ზუსტად 2 დღეში საფრანგეთში კიდევ 2 კომპანია დაარსდა, ვლადიმერ ივანიძემ ეს დოკუმენტები გადმომცა. ეს ორივე კომაპნია 1994 წლის 20 მაისს გაიხსნა და ივანიშვილმა თავის ქონება ამ კომპანიებზე გადააფორმა. რაც მთავარია ამ დოკუმენტებში მან ჩაწერა, რომ დაქორწინებული არასდროს ყოფილა და თავის ბიზნეს პარტნიორად ეკა ხვედელიძე მიუთითა, მაშინ როდესაც 1994 წლის მაისში ის უკვე მისგან შვილს ელოდებოდა. გამოდის, რომ ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ მოატყუეს საფრანგეთი, ჩემთან თაღლითური გაბნქიორწინებიდან 2 დღეში შეადგინეს კიდევ 2 თაღლითური დოკუმენტი და ქონება გადააფორმეს კომაპნიებზე, რომ გადასახადები არ გადაეხადათ. თუ საფრანგეთში ძვირადღირებული სახლის მემკვიდრე ხართ უძრავი ქონების დიდი გადასახადი გიწევთ. მათ კი განაცხადეს, რომ უცხოელები იყვნენ და რუსეთში ცხოვრობდნენ. უცხოელებისთვის კი სულ სხვა გადასახადები მოქმედებს. ამ დოკუმენტზე ბიძინას და ეკა ხვედელიძის გარდა მისი მდივანი პოლიაკოვიც არის მოხსენიებული როგორც თარჯიმანი და მოწმე, რომელიც ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს. ამრიგად, დოკუმენტებზე 3 პიროვნების ხელმოწერაა: სტანისლავ პოლიაკოვის, ეკა ხვედელიძის და ბიძინა ივანიშვილის. მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს, რომ ეს საბუთები დაურთოს ჩემს საქმეს, რათა დავმტკიცოთ, რომ ეს ადამიანი თაღლითია,“ -აცხადებს ინგა პავლოვა.

“ბორის, დარჩი ადამიანად,”-ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს მისმა ყოფილმა მეუღლემ ინგა პავლოვამ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში. პავლოვამ ვრცლად ისაუბრა მისი და ივანიშვილის განქორწინების დეტალებზე და იმ სარჩელზე, რომელიც მან საფრანგეთის სასამართლოში შეიტანა, ბოლოს კი აღნიშნა, რომ მას ეშინია.

„მე მას ვეტყოდი, ბორის იგნორირებას ნუ უკეთებ ადამინებს, ყველა ადამიანი დასაფასებელია მითუმეტეს როცა ყოფილი მეუღლე გირეკავს უნდა უპასუხო, მითუფრო, რომ დამპირდი 1 კვირაში დაგირეკავო. ბორის, დარჩი ადამიანად, დარჩი ადამიანად!”

„მე მინდა მხოლოდ გავარკვიო რატომ გამიფორმა მან თაღლითურად განქორწინება და რატომ იყენებდნენ ჩემს დოკუმენტებს რუსეთში. თუ ის უკანონობას ჩადის ალბათ მისი დროც მოვიდა. ახლა ირკვევა, რომ ის იარაღით ვაჭრობდა, აი მისი მეგობარი გაიდამაკიც ჩაბარდა. როგორც ჩანს ყველა ისტორიას თავის დასასრულია ქვს. მე რათქმაუნდა ცოტა მეშინია ისეთ საშიშ ისტორიებს ყვებიან ბორისზე, ბიძინაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

მე უბრალოდ მომკლავენ,”-ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა და აღნიშნა, რომ განქორწინების თაღლითურად გაფორმების ბრალდებით ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ მას საქართველოს ყოფილი პრემიერის გარემოცვა უკავშირდება, შეხვედრას სთხოვს და გარკვეულ შეთავაზებას უკეთებს.

„თუ ბორისი და პოლიაკოვი ფიქრობენ, რომ ავღანეთში ან აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, ან თუნდაც რუსეთში, სადაც კანონები არ მუშაობს, ყველაფერს იყიდიან, საფრაგეთში ასე არ იქნება და ისინი დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სასამარლოში სარჩელი შევიტანეთ, როგორც ჩანს ბორისს მიუვიდა უწყება ფრანგული სასმართლოდან და პოლიაკოვმა ნერვიულობა დაიწყო. ის 3 ნოემბერს დამიკავშირდა და დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ჩამომაკითხავდა სადაც ვიყავი, აინტერესებდა სად ვიმყოფებოდი, მთხოვდა მობილური ტელეფონის ნომერს. მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩავსულიყავი მასთან შესახვედრად და მგზავრობის ყველა ხარჯს დამიფარავდა. მატყობინებდა, რომ ჩემთვის კარგი შემოთავაზება ჰქონდა. რათქმაუნდა ამაზე არ დავთანხმდები, რადგან უბრალოდ მომკლავენ, მე უბრალოდ მომკლავენ. ადვოკატმა მითხრა, რომ არავისთან არ შევსულიყავი კონტაქტში, რადგან ძალიან საშიში საქმეა. ბუნებრივია არავის არ ვეტყვი სად ვიმყოფები, “-აცხადებს ინგა პავლოვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.