მედია ისლამური სახელმწიფოს მიერ რუსეთის 5 მოქალაქის მოკვლის შესახებ საუბრობს

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. მათი თქმით, ისლამისტებმა რუსეთის მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით დახოცეს. მოკლულების ვინაობა დგინდება.
2 დეკემბერს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა რუსეთის მოქალაქეს, წარმოშობით ჩეჩენს თავი მოკვეთეს და შესაბამისი ვიდეო, რომლის სახელწოდება იყო “რუსებო, თქვენ დამცირებული და გულგატეხილები დარჩებით”, სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.