“მედიის სამარცხვინოდ ვიტყვი, რომ პრემიერთან კომუნიკაცია მაქვს, რაც არ შუქდება”

საქართველოს პრეზიდენტ გიროგი მარგველაშვილის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიოკაშვილთან კომუნიკაცია აქვს, რაც მედიაში არ შუქდება.

როგორც მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ხედავს სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს.

“მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო ან ერთი პრემიერის, ან მეორესი. მე ბატონი კვირიკაშვილის მიერ ვხედავ წინ გადადგმულ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ცვენ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება და ვისაუბროთ არა იმის შესახებ, მოვიდა თუ არ მოვიდა კონკრეტული პირი ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაზე, როპგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გააკეთა უშიშროების საბჭომ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, მარგველაშვილის თქმით, უმჯობესია არა დასწრებაზე, არამედ გამოსვლის შესახებ ისაუბროს.

მისივე თქმით, კითხვები იმის შესახებ თუ რატომ არ ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ან რატომ ესწრება ამჟამინდელი, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს უნდა დაუსვან.

“არ ვიცი და არც ვაპირებ ამაში ჩაღრმავებას. ეს კითხვები არის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ამჟამინდელ პრემიერთან, კიდევ ყოფილ პრემიერთან. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ერთი იოტითაც კი. სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა ითანამშრომლონ, გამოხატონ ერთმანეთის პატივისცემა. ასევე, მოწადინებული ვარ, რომ ვითანამშრომლო როგორც ბატონ გიორგისთან, ასევე მთავრობის ნებისმიერ წევრთან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, კვირიკაშვილთან კომუნიკაცია და ურთიერთობა აქვს, რომელიც მედიით არ შუქდება.

„აღარ ვიცი უკვე რა ხდება ქვეყანაში, რასაც არ აშუქებს მედია, მაგრამ მედიის სამარცხვინოდ ვიტყვი, რომ პრემიერთან კომუნიკაცია მაქვს და მედიამ ამის გაშუქება ვერ მოახერხა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...