მეგი გოცირიძე: 28 იანვარს გარდაბანში ნაციონალების დროშა აღიმართება!

ნაციონალების სახე, სააკაშვილის გული და დემოკრატიის სიამაყე მეგი გოცირიძე გარდაბანში უმრავლესობის გამარჯვებაში წინდაწინ დარწმუნებულია.
„28 იანვარს, გარდაბანის გამგებლის არჩევნების დასრულებისთანავე, გარდაბნის რაიონის თავზე 5 ჯვრიანი დროშა უნდა აღიმართოს!
არ უნდა დავუშვათ არჩევნების გაყალბება და ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ღირსეულად!
მე პირადად ბოლომდე დავიხარჯები და ხვალიდან, ხმის დათვლამდე, გამყალბებელი ქოცების სისხლის გაშრობით დავკავდები გარდაბნის რაიონში!
არც ერთი გაყალბებული ხმა ჯამარაულის სასარგებლოდ!
ჯამარაული , დანგრეულ სტადიონებსა და დასანგრევად გამზადებულ სტადიონებს მიხედე, გარდაბანს უშენოდაც მიხედავენ ნაციონალები.
შეგახსენებთ საარჩევნო შტაბის უფროსი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძეა, რომლის ოჯახის ყველა წევრზე და თავად მასზეც საქმე აღძრეს და დაიწყეს პოლიტიკური დევნა მას შემდეგ, რაც კირკიტაძე ვერ მოისყიდეს! რამოდენიმე დღის წინ პროვოკაცია მოუწყვეს და დაიჭირეს მისი ძმა!
არაუშავს ბიჭებო, დაგვიჭერენ ცალ-ცალკე? გამოვალთ ერთად და იმაზე ადრე, ვიდრე რუს ოლიგარქს და კოკაინის დედოფლებს წარმოუდგენიათ!“
– წერს მეგი გოცირიძე.

Comments
Loading...