მელბურნში ყველაზე მძიმეწონიანი ბავშვი დაიბადა
მელბურნში, კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მძიმეწონიანი ბავშვი დაიბადა. ახალშობილი 6 კილოგრამსა და 600 გრამს იწონის.
ბრაიან ლიდლ უმცროსი ადგილობრივი დროით, 09:44 საათზე დაიბადა. ახალშობილი 57 სანტიმეტრისაა.
როგორც გაირკვა, ახალშობილის დედას ნატაშია კორიგენს ყოველთვის უნდოდა, „დიდი, ფუმფულა ბავშვი“ ჰყოლოდა.