ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ის გუნდი, რომელიც მასთანაა დაპირისპირებაში, პარტიას დატოვებს.
როგორც ნიკა მელიამ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო.
„ჯერჯერობით არავის ღიად არ უთქვამს, რომ აპირებენ პარტიის რიგების დატოვებას, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ დიდი ხანია გდადაწყვეტილი აქვთ. მათ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა 7000-იანი დელეგატის მონაწილეობით გადაწყდა ყრილობის ჩატარება. გამიჩნდა ამ ჯგუფის გეგმებთან დაკავშირებით კითხვები, ვესაუბრე მათ და არადამაჯერებელი პასუხები მივიღე.
რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში დატოვებს „ნაცმოძრაობას“, მაგრამ დატოვებს არა იმიტომ რომ მათ ეს უნდოდათ, ყრილობაზე ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილები, როგორც ძლიერები“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფის მომავალს მესამე სექტორში ხედავს.
„ბევრ პოლიტიკოსს დაუტოვებია „ნაციონალური მოძრაობა“ , მათ შორის ჯგუფებად, პარტია ამით არ დასუსტებულა, არამედ გაძლიერებულა მათი გზა იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის გზა, არ იქნება ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა მელიამ.