მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომპანია ”ავერსთან” პარტნიორობით განახორციელა.
ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 93 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
“საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა და ფარმაცევტულ კომპანია “ავერსთან ” პარტნიორობით 922 ვეტერანი მიიღებს 140 ლარიან ვაუჩერს, რომელიც მათ დაეხმარებათ მედიკამენტების შეძენაში”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

Comments
Loading...