მექსიკაში, ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი – დაშავდა.
შემთხვევა პიროტექნიკის პოპულარულ ბაზრობაზე მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები და ბაზრობაზე ჩასული სტუმრები საახალწლოდ ფოიერვერკების შესაძენად მივიდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=wUqiTFIlu_M&feature=youtu.be
დაზარალებულების დასახმარებლად ადგილზე რამდენიმე ათეული სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფი იყო მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.