მექსიკაში ცნობილი ნარკობარონი ციხიდან გაქცევიდან 6 თვის შემდეგ დააკავეს

მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო აცხადებს, რომ საპყრობილედან გაქცეული ნარკობარონი ხოაკინ გუსმანი – “ელ ჩაპო” დაკავებულია.

“მისია შესრულებულია, ხოაკინ გუსმანი ციხეშია”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერში”. ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

სამართალდამცველებმა ხოაკინ გუსმანი მშობლიურ რაიონში დააკავეს. სპეცოპერაციას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი სამხედროც.

ელ ჩაპო ციხიდან 12 ივლისს გაიქცა. მის გასაქცევად 1,5 კილომეტრიანი გვირაბი იყო გათხრილი. მექსიკის ხელისუფლებამ ნარკობარონის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 4 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

მექსიკელი ნარკობარონისთვის ეს ციხიდან გაქცევის უკვე მეორე შემთხვევაა, პირველად ის 1993 წელს დააკავეს და თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. 2001 წელს ის საპყრობილედან გაიქცა, გაქცევის ორგანიზებაში მაშინ 80 ადამიანი მონაწილეობდა. 2014 წლის თებერვალში ელ ჩაპო დააკავეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.