მექსიკელი ნარკობარონი “ელ ჩაპო” დააკავეს

ციხიდან გაქცევიდან 6 თვის შემდეგ მექსიკაში ცნობილი ნარკომოვაჭრე კვლავ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში დააბრუნეს.

სამართალდამცველებმა ხოაკინ გუსმანი მშობლიურ რაიონში დააკავეს. სპეცოპერაციას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი სამხედროც.

გუსმანმა ციხიდან გაქცევა ივლისში საპირფარეშოში გათხრილი გვირაბიდან შეძლო.

ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ნარკოკარტელის ხელმძღვანელის დაკავებას უკვე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი. მან სამართალდამცველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

Comments
Loading...