მექსიკის ქალაქ ტემისკოს მერი არჩევიდან მეორე დღეს მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტემისკოში ახლადარჩეული მერი მოკლეს. გიზელა მოტას თანამდებობა მხოლოდ ერთი დღის დაკავებული ჰქონდა. 30 წლის ქალს 4 შეიარაღებული მამაკაცი საკუთარ სახლში დაესხა თავს. სამართალდამცველებმა ორი მათგანი მოკლეს, ორი კი დააპატიმრეს, თუმცა მერის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გასულ წელს მექსიკაში ნარკოტიკული ნივთიერებებით მოვაჭრეებს არაერთი პოლიტიკოსი ემსხვერპლა. მოტაც პოსტის დაკავებამდე ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებებისგან გაწმენდის პირობას დებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.