“მერაბიშვილი და ადეიშვილი ბოკერია-უგულავას უჭერენ მხარს”
“ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ვანო მერაბიშვილის პოზიციის მოლოდინშია. გავრცელებული ინფრომაციით ყოფილი შს მინისტრი ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას თანაგუნდელთა შორისაა. საკუთარ პოზიციას კი ყრილობის დღეს დააფიქსირებს.
სწორედ ამ ფრთას უჭერს მხარს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას ფრთას წარმოადგენს დავით კეზერაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დამფინანსებელია.”-ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა for.ge წერს. გამოცემის ინფორმაციით, პარტიის შიგნით იდეოლოგიური უთანხმოება სახეზეა და როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, ჩვენ ვაკვირდებით ერთიანი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის დაშლას, რაც ისტორიაში, ცხადია, რაიმე სიახლე არ არის, მაგრამ მოწმენი ვართ როგორ დაიშლება ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად.
მხოლოდ საკუთარ რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს მელიების მხარდამჭერნი. ვფიქრობ, რომ უფრო პროგრესულად მაინც ჩამოყალიბდება ამ პოლიტიკური ძალის ის ნაწილი, რომელიც ბოკერიას ჯგუფს წარმოადგენს. ამ დაპირისპირებაში მთავარია ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის. ბოლშევიკები და მენშევიკები იცვლიან ხოლმე ფერებს, მაგრამ ბელადობა მაინც რჩება რომელიმე ერთი ნაწილის ფუფუნებად“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
წყარო: for.ge