მერებაშვილი “საიას” დამკვირვებელს დაემუქრა კუდ-ის ყოფილი წარმომადგენლობით

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი განცხადებას აკეთებს ,  ის ამბობს, რომ გორის 44-ე საარჩევნო უბანზე „საია“-ს დამკვირვებელს  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დაემუქრა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, მომხდარის მიზეზი დამკვირვებელის მიერ დაწერილი საჩივარი გახდა.

„გორის 44-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წარმომადგენელი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, დაემუქრა საია-ს დამკვირვებელს. მან ჩვენი დამკვირვებელი დაწერილი საჩივრის გამო გააკრიტიკა, რომელიც წილისყრის პროცედურაში თვითნებურად მონაწილეობის არ მიღებას ეხებოდა. ამ პიროვნებამ ჩვენს დამკვირვებელს უთხრა, რომ ის კუდ-ის ყოფილი წარმომადგენელია და მასთან ურთიერთობაში არაფერი შეეშალოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Comments
Loading...