“მერია აქციის მონაწილეების გვერდით დგას,”- ირაკლი ლექვინაძე

ძველ თბილისში ე.წ. გოგილოს სკვერში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით, მოსახლეობა გუშინ მერის მოადგილეს შეხვდა და პირობა მიიღეს, რომ მშენებლობისთვის მერია ალტერნატიულ ტერიტორიას გამოყოფდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ადგილობრივები ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

ლექვინაძის განმარტებით მერიის წარმომადგენლები იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც სკვერში შენობის აშენებას გეგმავენ და ალტერნატიულ ფართს შეთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ძველ თბილისში აქციის მონაწილეები სკვერის ადგილზე შენობის აშენებას აპროტესტებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.