მერიამ 3 დღეში რესტორნებში 200.000 დახარჯა

„მერიამ სამ დღეში რესტორნებში 200 ათასი ლარი დახარჯა“  – წერს გაზეთი „ახალი თაობა“.

გამოცემასთან პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩამოსული სტუმრების მასპინძლობა სოლიდური თანხა დაჯდა:

„ფორუმზე დასასწრებად, დედაქალაქში სულ 65 სტუმარი ჩამოვიდა. ამ ფორუმმა სულ სამი დღე გასტანა და ჭამა-სმაში 200.000 ლარი დაიხარჯა. როგორც დოკუმენტაციით ირკვევა, სუფრები 200, 300  და 400 კაცზე იშლებოდა. ეს იმას ნისნავს, რომ ქართველი ჩინოსნები ატარებდნენ დროს“ – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

 

 

წყარო :  mediapress.ge

Comments
Loading...