მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა მერილ სტრიპმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. სტრიპმა გაიხსენა, თუ როგორ აჯავრებდა ტრამპი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტს. ამასთანავე, სტრიპს უშუალოდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.
„ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანმა, რომელსაც სურს ქვეყანაში ყველაზე საპატივსაცემო თანამდებობის დაკავება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რეპორტიორი გააჯავრა. დამცირების ინსტინქტი, რომელსაც ადგილი აქვს საჯარო სივრცეში, თანამდებობის პირის მხრიდან, აღწევს ჩვენს ცხოვრებაში და გვაძლევს იგივეს გაკეთების უფლებას“ – განაცხადა სტრიპმა.
სტრიპმა ასე შეაფასა ფაქტი, როდესაც დონალდ ტრამპმა New York Times-ის შშმ ჟურნალისტი სერჟ კოვალსკი გააჯავრა.
„ჰოლივუდი სავსეა ადამიანებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ. თუ თქვენ მათ გაყრით, არაფერი დაგრჩებათ საყურებელი ფეხბურთის და ორთაბრძოლების გარდა,“ – თქვა სტრიპმა ტრამპის განცხადებების კომენტირებისას, რომელიც აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიოდა. მერილ სტრიპმა ეს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 74-ე ცერემონიაზე განაცხადა.

kvira.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.