მერკელი ევროპაში ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი მიგრანტებისათვის საზღვრებს ჩაკეტავს ბალკანეთში, შესაძლოა, ომი დაიწყოს.

„მე არ მინდა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს ეს ევროკავშირს კარგს არაფერს მოუტანს,“ – ციტირებს გერმანიის კანცლერს Die Zeit–ი.

მერკელის მოსაზრებით, გერმანიამ, როგორც ევროკავშირის ერთ–ერთმა ყველაზე დიდმა ქვეყანამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მონახოს.

მერკელის თქმით, უნგრეთის საზღვარზე წინაღობების დაყენებამ მიგრანტები იძულებული გახადა დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად სხვა გზები მოენახა, რამაც მერკელის შეფასებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. “ჩვენ ისეთი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ რაც ევროპულ სოლიდარობასთან სრულ თანხვედრაში იქნება,” – მიაჩნია მერკელს.

გაეროს მონაცემებით, მარტო ოქტომბერში თავშესაფრის საძიებლად ევროპაში 220 ათასი მიგრანტი ჩავიდა. წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვარი საერთო ჯამში 500 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, – იუწყება დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი.

Comments
Loading...