მერკელი: შენგენის ზონის შენარჩუნება, მიგრანტების პრობლემის მოგვარების გარეშე შეუძლებელია

გერმანიის კანცლერ ანხელა მერკელის თქმით, შენგენის ზონის შენარჩუნება მხოლოდ მიგრანტების პრობლემის გზის მოგვარებითაა შესაძლებელი.

-” არ მინდა რაიმე საფრთხეებზე ვისაუბრო, მაგრამ “შენგენის” ზონა განაგრძობს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩევნ ერთობლივი ძალებით მოვაგვარებთ მიგრანტების პრობლემას.”- განაცხადა კანცლერმა მერკელმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენიციაზე.

მხოლოდ გასულ წელს, გერმანიის საზღვრები მილიონზე მეტმა თავშესაფრის მაძიებელმა გადაკვეთა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 20 მილიარდ ევროზე მეტი უჯდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.