მესამე სექტორი პატრიარქის ინიციატივას უარყოფითად აფასებს

მესამე სექტორი პატრიარქის ინიციატივას უარყოფითად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ერთიანი განცხადების შემუშავებას მომავალ კვირაში გეგმავენ, სადაც იქნება განმარტებული ამ ინიციატივის უარყოფითი მხარეები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რომელსაც დღევანდელ პარლამენტში ქართული ოცნება დამოუკიდებლად – ნაციონალური მოძრაობის გარეშე ვერ განახორციელებს.

„ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების არსებობას, ვინაიდან შეწყალების უფლებამოსილება ქვეყნის მიერ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირიდან გადადის სასულიერო პირის ხელში, რომელსაც ირჩევს სინოდი და არა საქართველოს მოსახლეობა და მისი მანდატი არ წარმოადგენს ხალხის მხრიდან პერიოდული ლეგიტიმაციის განახლების საგანს. ეს არის ცალსახა ნაბიჯი დემოკრატიიდან თეოკრატიამდე,“ – აცხადებს გიორგი გოცირიძე.

პრეზიდენტის პოზიცია პატრიარქის ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია, გიორგი მარგველაშვლის ადმინისტრაციაში განცხადებას ჯერ არ აკეთებენ.

Comments
Loading...