მეჭიაური ლართან შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტს ადანაშაულებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საქართველოს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს. მეჭიაურის განცხადებით, სწორედ პრეზიდენტის ვეტო და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონერება გახდა მნიშვნელვანი ფაქტორი რომელიც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზე აისახა.

“მთელი პასუხისმგებლობა გადავიტანე ქვეყნის პრეზიდენტზე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე, მგონია გაუჭირდებათ ამ პასუხისმგებლობის ტვირთის ტარება იმიტომ, რომ ეს იქნება ცალსახა და ხშირად შევახსენებთ, რომ რაც მოხდება ნეგატიური აი ამ გადაწყვეტილებების გამო, იქნება მათი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Comments
Loading...