მეჭიაურის პარტია სანდრო ბრეგაძემ, ლევან ჩაჩუამ და ლალი მოროშკინამ დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი საქართველოსთვის“ სამმა დამფუძნებელმა სანდრო ბრეგაძემ, ლევან ჩაჩუამ და ლალი მოროშკინამ დატოვა.

„ინფო 9“-სთან საუბარში მოროშკინამ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავს.

„პარტიის წევრი არც ვყოფილვარ. განცხადებას არ ვაკეთებ ორშაბათამდე. პრესკონფერენციას გავმართავ და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ იქ ვისაუბრებ. ამჟამად, ქალაქში არ ვიმყოფები“, – განუცხადა ლალი მოროშკინამ „ინფო 9“-ს.

თამაზ მეჭიაურის პარტიას გუშინ ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიები შეუერთდნენ.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, საარჩევნო ბლოკის კარი სხვა სუბიექტებისთვისაც ღიაა, რომლებიც ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდებიან.

Comments
Loading...