მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლები ზონურად მოძრაობენ

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლები ზონურად მოძრაობენ.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მეტროსადგური „სამგორი“, მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

Comments
Loading...