მეტროში მოძრაობა ყველა სადგურზე აღდგენილია
თბილისის მეტროსადგურებში მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ.
როგორც „ინფო 9“-ს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის მატარებლები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
დღეს საღამოს, დეპოში მოძრავი ცარიელი შემადგენლობის დაზიანების გამო, „დიდუბე“-„ახმეტელის თეატრის“ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.