“მეც ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება “მაესტროში”

ვიცე – პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი ტელეკომპანია “მაესტროს” თემას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, გაუგებარია რა ხდება ტელეკომპანიის ირგვლივ, თუმცა მისივე თქმით, ეს არის მეწილეებს შორის დავა.

“რაც შეეხება “მაესტროს” და “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მე ვფიქრობ, ეს არის მეწილეებს შორის დავა. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხვდება, თუ რაშია საქმე, რა ხდება, რა ხდებოდა და ა.შ. მეც ამ საზოგადოების წარმომადგენელი ვარ. მეც ვერაფერი გავიგე რა ხდება. ეს არის დავა მეწილეებს შორის, თუმცა რა ხდებოდა მანამდე და რა ხდება ახლა, ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა კახი კალაძემ.

იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უჩა მამაცაშვილმა “მაესტროს” საქმე კახა კალაძეს გადააბარა- “ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბატონი მამაცაშვილის მიმართ და მცდელობა, რომ ჩემს მიმართაც მოხდეს გარკვეული ბრალდებების გაჟღერება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
wyaro

Comments
Loading...