“მეც ვხედავ, რომ ყველა უბანი განათებული არ არის,”- ნარმანია საახალწლო ილუმინაციებზე საუბრობს

ის რომ 2016 წლის დადგომას ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით ვერ ხვდება თანხების არასაკმარის ოდენობას უკავშირებს თბილისის მერი.

დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ ერთი წლის შემდეგ საახალწლოდ დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი ქუჩის განათება იქნება შესაძლებელი.

“მეც ვხედავ იმას, რომ ყველა უბანი განათებული არ არის. ყველა უბნის განათება საახალწო ილუმინაციებით არის შეუძლებელი. ჩვენ წელს მაქსიმუმი მოვინდომეთ ძველი და მწყობრიდან გამოსული ილუმინაციები შეგვეცვალა ახლით. მომავალში კიდევ მეტს მოვინდომებთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დავწყვიტოთ გული,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.