მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება

“აწარმოე რეალური პოლიტიკა” – საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის დაწყებამდე, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აღნიშნული სახელწოდების აქცია გაიმართება.

არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის გაერთიანებული შეკრების მიზანია, ახალარჩეულ პარლამენტარებს მოუწოდოს, საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა რეალურად დაიწყონ.

მხარეები ფიქრობენ, რომ დეპუტატებმა დღის წესრიგში უნდა დააყენონ ისეთი საკითხები, როგორიცაა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვა, განათლების ფუნდამენტური რეფორმა, კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკოომიკური განვითარება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 12:00 საათზე გაიმართება.

Comments
Loading...