მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა (video)

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ფრაქციები დარეგისტრირდნენ.

ფრაქცია “ქართული ოცნება”  110 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მდივანი კი ნინო წილოსანია. ამავდროულად შეიქმნა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” რომელშიც პარლამენტის 6 წევრი შედის, მისი თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, მდივანი – ელგუჯა გოცირიძეა.

116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა და მისი ლიდერი არის არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტში ასევე დარეგისტრირდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” რომლის შემადგენლობაში არის პარლამენტის 20 წევრი, მისი თავმჯდომარე არის ნიკა  მელია. ამავდროულად დარეგისტრირდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისასთვის”, შედგება 6 წევრისგან თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაა.

26 წევრის შემადგენლობით დარეგისტრირდა უმცირესობა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ასევე დარეგისტრირდა ფრაქცია, რომელიც არც უმცირესობის და არც უმრავლესობის შემადგენლობაში არ შედის. ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” შედგება 6 წევრისგან, მისი თავმჯომარე არის გიორგი ლომია და მდივანი გელა მიქაძე.

Comments
Loading...