მეცნიერების აზრით კრიტიკული დღეები მამაკაცებსაც აქვთ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცებსაც აქვთ კრიტიკული დღეები. ფსიქოლოგებმა გამოკითხეს 2412 ადამიანი, რომელთაგან 50% მამაკაცი გახლდათ. მონაწილეებს ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა პრემენსტრუალური სინდრომი – დაღლილობა, ტკივილები მუცლის არეში და მომატებული მგრძნობელობა. მამაკაცების 26%-მა განაცხადა, რომ ასეთი სიმპტომები აწუხებს.

ამასთან, ამ სიმპტომებს მათ ატყობდნენ თავიანთი პარტნიორებიც. ყველა გამოკითხულ ქალს, ვისი პარტნიორიც ირწმუნებოდა, რომ მათაც აქვთ ”კრიტიკული დღეები”, ჰკითხეს, გვერდში ედგნენ თუ არა მეორე ნახევრებს ასეთ პერიოდებში. 43% ცდილობდა ამის გაკეთებას. 44% ცდილობდა გაემხნევებინა პარტნიორი, 39% ფრთხილად მოქმედებდა მათთან. ქალების 33%, რომლებსაც არ ჯეროდათ თავიანთი პარტნიორების, ურჩევდნენ მათ კაცურად მოქცეულიყვნენ და თავი ხელში აეყვანათ.

მამაკაცებმა აირჩიეს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც პრემენსტრუალურ პერიოდს ახასიათებს, მათ შორის გამუდმებული შიმშილი, დაღლილობა და გაღიზიანება. 12% ასეთ დღეებში ძალიან განიცდიდა თავის წონას. 5% მენსტრუალური ტკივილითაც კი იტანჯებოდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მამაკაცებსაც აქვთ ჰორმონალური ციკლი. ის ახდენს გავლენას აქტივობის დონეზე, სექსუალურ ლტოლვაზე და ემოციებზე. მაგალითად, მკვლევარი ჯედ დაიმონდი ამტკიცებს, რომ გაღიზიანებული ხასიათი და დეპრესია მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობის ბრალია.

Leave A Reply

Your email address will not be published.