“მეუბნებოდნენ, რომ რასაც ვაკეთებდი არ იყო შესაფერისი გოგოსთვის” – ეკუნა ყანჩაველი

“იქს-ფაქტორის” მონაწილე და თავისი სახუმარო ვიდეოებით ცნობილი, ეკუნა ყანჩაველი, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
“სულ მქონდა პროტესტი როცა მეუბნებოდნენ, რომ რასაც ვაკეთებდი არ იყო შესაფერისი გოგოსთვის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვწვდებოდი ამ ცნების აზრს, ვინ დააწესა ასე ან ვინ აკონტროლებს ამას? მივხვდი რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ-ხალხი.

გოგოებს მინდა ერთი რამე გირჩიოთ. არ გაითვალისწინოთ სტერეოწიპები – ეს გოგოს საქმე არაა, ეს ბიჭმა უნდა აკეთოს და ბლაბლა.. ბოლომდე მიაწექით თქვენსას, დატოვეთ თქვენი სიტყვა ცხოვრებაში და კარიერაში. მოდი ნუ ეგონებათ, რომ ჩვენი ფუნქცია მხოლოდ სახლში ჯდომა და ბავშვების აღზრდაა, ქალებს ამაზე დიდი ფუნქცია და შესაძლებლობები გვაქვს! So,watch out” – წერს ეკუნა.

დრონი.ჯი

Comments
Loading...