მეუფე იაკობი შორენა თეთრუაშვილზე: ქალმა როგორ უნდა მმართოს!

“ჩემი სახელის შელახვა უნდათ. ახლა მაკავშირებენ იმასთან, ქალმა როგორ უნდა მმართოს! კარგით რა… ამ სისულელის ალბათ თვითონაც არ სჯერა”, – ასე უპასუხა ჟურალისტებთან ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტია მეუფე პეტრეს(ცაავა) განცხადებას.

“ეტყობა მეუფე პეტრე კურირებს და მეუფე პეტრეს აქვს პრობლემა მაგ ადამიანთან. ჩემთან, პატრიარქის გარდა ჩემს საქმეში ვერავინ ერევა. ეტყობა ვიღაცამ ასწავლა და ახლა რაღაც გამოდის მაგ სიტყვებით.

რუსულ გავლენებზე თვითონ მოიკითხონ, ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომელსაც რუსეთი ვიზას არ მაძლევს.

ვინც ახლა შევა და ამ თემაზე დაუწყებს საუბარს, ის პატრიარქის პირადი მტერია. ჩავალთ, გამოჯანმრთელდება, მადლობა ღმერთს როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება.

ის, რომ ეს პატრიარქის მოწამვლას კი არა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდნენ “რუსთავის 2″-ის და გიორგი გაბუნიას ვერსიაა, რომელიც არასერიოზულად მიმაჩნია.

პროკურატურამ ბრძანა, დაველოდთ გამოძიებას. მე თუ ვარ რამეში დამნაშავე უნდა დავისაჯო, ასევე არვის უნდა დავაფაროთ ხელი. ვისაც არ დასჯიან, გარწმუნებთ რომ ჩვენ დავსჯით”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთის, მეუფე პეტრეს განცხადებით, პროსვიტერი გიორგი, მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე, შორენას “ოქროს თევზები” არიან

 

ipress.ge

Comments
Loading...