მეუფე პეტრე: გიორგი მამალაძე თავისი გამოუცდელობით რაღაც სცენარის მონაწილე გახდა, ვფიქრობ, ის დუმილს დაარღვევს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პროვოკაციას წამოეგო.

როგორც მეუფე პეტრემ „იმედის“ ეთერში აღნიშნა, საპატრიარქოში არსებული პრობლემების სათავე კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილია.

 

 

„არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციას თვით მამა გიორგი წამოეგო. ეს არის საქართველოს ეკლესიის მტრული ძალები. არ გამოვრიცხავ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, გამოუცდელობით, რაღაც სცენარის მონაწილე გახდა, ამიტომ ვფიქრობ , ის დუმილს დაარღვევს“,- აღნიშნა მეუფე პეტრე.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

Comments
Loading...