მეუფესთვის ჯიპის ჩუქებით ხომ ნებისმიერ სასჯელს “გაგირასხოდებენ”

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. “აი, პირდაპირობაც ასეთი უნდა ბობოყვათის არ იყოს! იციან, რა, როგორ და როდის მოითხოვონ, სულიწმინდის მადლითა! მაგრამ პატრიარქი და ზოგადად სასულიერო პირი ხომ არ უნდა ასხვავებდეს ცოდვილებს, და ყველასადმი მიმტევებელი უნდა იყოს? შესაბამისად, კრიტერიუმები და დახარისხებაა საჭირო, ამისათვის კი – შრომა-გამასწორებელის ნაცვლად ცოდვათა გამოსწორება-მიტევების დაწესებულებების შექმნა. მეუფესთვის ჯიპის ჩუქებით ხომ ნებისმიერ სასჯელს “გაგირასხოდებენ”. და საერთოდ, მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ეკლესია სასამართლო ფუნქციებითაც აღიჭურვება და ცოდვილები პირდაპირ მათ სულებზე მზუნველ მამათა მიერ განისჯებიან მოწყალედ. შეიძლება მალე პრევენციულად ინდულგენციებიც კი გამოიცეს საქართველოს საფონდო ბაზარზე! ქართველმა ბიზნესმენებმა ჭამის და ეკლესიის მშენებლობის გარდა მაინც არ იციან ფული როგორ დახარჯონ და ბარემ პირდაპირ, ლიკვიდურად გადაიხდიან ამდენ წვალებას… დაიცადეთ, ერთი-ორი არჩევნებიც და ჭეშმარიტად ქრისტიანულ ქვეყანაში იცხოვრებთ! ჰო, იმედია ეს წესები შემდეგ პატრიარქებზეც გავრცელდება. და ბოლოს: ნუ შემრისხავთ და მუფთის არ მივცეთ პაწა კვოტაი?”

Comments
Loading...