მღებრიშვილი მიდის – სამთავრობო “კარუსელი”

უახლოეს მომავალში შესაძლოა მთავრობაში წინასაარჩევნო საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს. ინფორმაციის თანახმად საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჩაანაცვლებს, ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს .

Comments
Loading...