მგონი, პოზიტიურია მამლის იმიჯი, განათლებაში გამოგვადგება
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ელოდება განათლების მინისტრი მამლის წლისგან, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ მომავალი წელი იქნება განათლების წელი.
„მამლის წლისგან ველოდები განათლების წელს. მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია, მგონი, მამლის იმიჯი.
ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი. განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეგ ამბავი. მეტი მონდომებით შრომა.
მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს. “,- განაცხადა ჯეჯელავამ.
interfactnews.ge