Michailo-ს ონლაინკონცერტი გაიმართება

7 აპრილს, 18:00 საათზე, ქართველი ელექტრონული მუსიკოსის მიხეილ თოდუას, სასცენო სახელით Michailo-ს ონლაინკონცერტი გაიმართება.

იგი Lenø Sessions ღონისძიებაზე Live set-ს დაუკრავს.
„ქვეყანაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ნორმისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით, დისტანციურად, ონლაინსტრიმის რეჟიმში შევეცდებით თქვენს გამხნევებას“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მოსმენა შესაძლებელია ბმულზე:

https://www.facebook.com/lenorecords/?eid=ARAd7fhJyrztaXjLFIhUxeavF_yG6_oCgOQ9-D-BRo985GvX28BkfI5teUu8-Qi0N9CDuJyI55g0EW3T

 

 

წყარო: kvira.ge

Comments
Loading...