Microsoft-მა რუსი ჰაკერები ტრამპისა და ბაიდენის შტაბებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

Microsoft- მა დაადანაშაულა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ჰაკერები აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბებზე კიბერიერიშის განხროციელებაში.

IT გიგანტის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, კომპანიამ დაარეგისტრირა კიბერშეტევების სერია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან. აღინიშნა, რომ ჰაკერების მცდელობების უმეტესობა წარმატებით აღკვეთეს.

Microsoft– ის წარმომადგენლებმა თავიანთ შეტყობინებაში გამოკვეთეს ჰაკერების ჯგუფი კოდური სახელით „Strontium“, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან მუშაობს. კომპანიის ცნობით, ჯგუფმა განახორციელა თავდასხმები 200-ზე მეტ სხვადასხვა ორგანიზაციაზე, მათ შორის პოლიტიკურ კონსულტანტებსა და ტრამპისა და ბაიდენის შტაბებზე. ჰაკერების მიზანი Microsoft– ში დაზვერვის შეგროვებაა. კომპანიას ასევე მიაჩნია, რომ სტრონციუმის ჯგუფი მონაწილეობდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

Comments
Loading...