მიეცით თქვენს პატარას შანსი იყოს – “დაბადებიდან გამორჩეული”

ეს ქალაქი ხაზს უსვამს, რომ კარგი შესაძლებლობა აუცილებლად მოგცემთ საშუალებას მოდურად, ორიგინალურად და გემოვნებიანად გამოიყურებოდეთ, თუმცა ისევე როგორც მოზრდილ ადამიანებს პატარა ბავშვებსაც სჭირდება გემოვნებიანი და ორიგინალური ჩაცმულობა, რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის  ” დაბადებიდან გამორჩეულის”  გმირი ეკატერინე კვიციანი მოგცემთ.

გთავაზობთ ინტერვიუს ბავშვის ტანსცმლის მაღაზია “Tots“-ის დამაარსებელთან.

16118052_1461968487209893_1715913101_nმოგესალმებით ეკა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი, რას საქმიანობთ და რამ გადაგაწყვეტინათ კონკრტულად ამ ხაზის გამოშვება?
მოგესალმებით, მე ვარ ეკატერინე კვიციანი 25 წლის ჩემს თავს დიზაინერს ვერ ვუწოდებ. მაგრამ ბავშვობიდანვე ვოცნებობდი დიზაინერობაზე და დღე და ღამე ვხატავდი თუმცა გავყევი სხვა პროფესიას. გადამაწყვეტინა ალბათ ჩემმა შვილებმა . გოგოები მყავს და სულ მინდა ხოლმე განსხვავებულად ჩავაცვა და ესე დამებადა აზრი გამეკეთებინა გოგოებისთვის ლამაზი და განსხვავებული სამოსი.
მოჰყვა თუ არა ამას თავიდანვე დიდი გამოხმაურება?
გამოხმაურება ალბათ ხმამაღლა ჟღერს თუმცა ბევრი დაინტერესდა ძალიან მალევე
მარტო თქვენ ხართ დაკავებული ამ ბრენდის დიზაინით თუ გყავთ დამხმარე ?
არა მყავს 2 ძალიან კარგი ქალბატონი , რომელბიც ჩემს ყველა მოთხოვნას და სურვილ აკმაყოფილებენ და მადლობა მათ.
16117905_1462022007204541_1775933928_nრა არის საშუალო ფასი დაახლოებით თქვენი პროდუქციის ? არის თუ არა ხელმისაწვდომი ?
 დიახ, მგონი ხელმისაწვდომია რადგან ბავშვების ტანისამოსი ძვირი ღირს მე მაქვს  ნორმალური ფასები.
რის თუ არა რამე სხვა რაც შეიძლება მომხარებელს შესთავაზო გარდა ბოდეებისა ?
დიახ ჩვენ გვაქვს დედა შვილის კოლექცია რომელიც გულისხმობს ერთნაირ სამოს, და მალე დავამატებთ აქსესუარებს.
16118324_1461967707209971_221242357_nსამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი, რას აპირებ მომავალში ?
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვება. შემდეგ ალბათ პატარა მაღაზიას გავხსნი, რომ მომხმარებელმა ნახოს და ისე შეიძინოს პროდუქტი 
და ვპიქრობ რომ დავამატოთ პატარა ბიჭების ხაზიც, რადგან ძალიან ბევრი გვწერს – ბიჭების მშობლებმა რა დავაშავეთო .  
 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური გვერდი .
 16128179_1462021470537928_456417538_n 16128844_1462021967204545_1968216630_n 16128919_1461968547209887_1607025329_n 16128934_1461967720543303_1119627375_n 16144569_1461968257209916_181469714_n 16144820_1461969237209818_1020572494_n16144696_1461968410543234_1694157533_n
Comments
Loading...