​მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, გადაწყევტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მისი ცნობით, ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

Comments
Loading...