მიხეილ ჯანელიძე: არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გადაწყვეტილი არაა და, შესაბამისად, საუბარი ამ თემებზე არ მიმდინარეობს.

„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს საქართველოსთვის, გადაუწყვეტელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო ფორმატებში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არაა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის თქმით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს.
წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...