მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პოლიტიკიდან მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი” “ნაციონალური მოძრაობის” წევრად რჩება, თუმცა აქტიური პოლიტიკიდან  მიდის.

მაჭავარიანის თქმით, პოლიტიკური ტაიმ-აუტის პერიოდში სამეცნიერო საქმიანობით დაკავდება.

“როგორც მიშა მაჭავარიანი ვრჩები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად და რაშიც შემიძლია დავეხმარები ყველანაირად, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა პოლიტიკაში და დამსვა და მითხრა, მიხედე საქმესო, ასე სჯობს ახლა სხვა ადამიანებს მიეცეს გაქანება.

პოლიტიკა ბუცი კი არ არის, ჩამოკიდებ და მერე აღარ მოკიდებ ხელს, შეიძლება მერე მოხვიდე, ჩამოხსნა და უეკთესად წაითამაშო იგივე გუნდში”,-აღნიშნავს მაჭავარიანი.

Comments
Loading...