მიხეილ სააკაშვილი – არამართებულია ჩვენი ზოგიერთი წარმომადგენლისგან ივანიშვილის მიერ “დახატული” 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება

ჩემი აზრით, არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ “დახატული” ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქში” წერს.
სააკაშვილი ირწმუნება, რომ ”არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით”.
”სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ. არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ”, -წერს სააკაშვილი.

Comments
Loading...