მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ლიდერები 5 კვადრატულ მეტრ საკნებში სხედან, რაც მე მკლავს

დიმიტრი გორდონი:

– თქვენ ძალიან ცივილურად გადაეცით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს, როგორ გრძნობს ახლა ივანიშვილი თავს, ნორმალურად, თუ ისევ თქვენზეა მოთხოვნა საქართველოში?

მიხეილ სააკაშვილი:

– ჩვენი პარტია საქართველოში ყველა გამოკითხვებით ლიდერობს. საინტერესო ფენომენია, ჩვენ ყველანი ან ქვეუნიდან გაგვიშვეს ან დაგვაპატიმრეს. ჩვენი რამდენიმე ლიდერი ციხეში ზის, რასაც მე ძალიან განვიცდი, რადგან ისინი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ადამიანები არიან, რომლებსაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლოთ. ნაცვლად ამისა, 5 კვადრატულ მეტრ საკნებში სხედან, რაც მე მკლავს. მათ ბრალდებებს რომ გადახედოთ, სასაცილოდაც არ გეყოფათ. მაგალითად, თბილისის მერს აქამდე ვერაფერი კონკრეტული ვერ უპოვეს. ყველა ვადა გავიდა და ის მაინც ციხეში ზის.

Comments
Loading...