მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპზე – ჩვენ ვმეგობრობთ, ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ ტრამპთან ერთად ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ შედეგს წინასწარ ჭვრეტთა, უშუალოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს კი უწოდებს „ძლიერ პიროვნებას არაპროგნოზირებადი პოლიტიკით“.

“მას ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით” – წერს სააკაშვილი.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა.

Comments
Loading...