მიხეილ სააკაშვილი: “იყოს ცხვირ-პირის დანაყვები, თუ გაისვრიან გაისროლონ”

უკრაინულმა ვებგვერდმა uareview.in.ua ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილთან საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

ჩანაწერის ერთ-ერთ ეპიზოდში მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან საუბრის დეტალებს უყვება.

“დაბნეულები არიან ჟურნალისტებიო. მე ახლა დაღლილი ვარ და აზრზე უნდა მოვიდეო. მე ვუთხარი, მანამდე უნდა ააშენო რკინის კონსტრუქცია, რომ ატყდეს სროლა, ნიკა ამისთვის მზად უნდა იყო. ვაიმე, ვაიმე, ვაიმეო, გაიკვირვა. ახლა საჭიროა ფიზიკური დაპირისპირება. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. თუ ეგ არ შეგვიძლია კაპიკია ჩვენი ფასი. უნდა იყოს ცხვირპირის დანაყვები, თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

Comments
Loading...